ამის შესახებ მან კომენტარი მედიასთან გააკეთა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ესებუა დღეს, 8 თებერვალს 2-წლიანი ძებნის შემდეგ დააკავეს.

  • მის წინააღმდეგ გამოძიება რამდენიმე, მათ შორის, ტერორიზმის მუხლით მიმდინარეობს — დანაშაულები 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები.

დეტალები: ტარიელ ესებუას განცხადებით, შვილის დაკავებაზე ტელევიზიიდან შეიტყო და დამატებითი ინფორმაცია არ აქვს.

  • მისი თქმით, ბადრი ესებუასთან კონტაქტი 2 წლის განმავლობაში არ ჰქონია.
  • კითხვაზე, ნათესავია თუ არა ის პირი, ვისთანაც, მთავარი არხის ინფორმაციით, ესებუა 2 წლის განმავლობაში ცხოვრობდა, ამბობს, რომ კი, და აზუსტებს, რომ ცოლის ბიძაა, თუმცა მათთან კონტაქტი არ აქვს.