ბოლო 3 დღეა მსოფლიოს ყურადღება თურქეთისა და სირიისკენაა მიმართული, სადაც ათასობით ადამიანი ბეტონს ებრძვის და გადარჩენილების პოვნას ცდილობს. ნანგრევებიდან ხმები ისმის — ისინი დახმარებას ითხოვენ.

განადგურებულები ვართ, ღმერთო ჩემო... გვეძახიან. ამბობენ გვიშველეთო, მაგრამ მათი გადარჩენა არ შეგვიძლია.

მოქალაქე თურქეთიდან

სიტუაცია რთულია, თუმცა ერთობლივი ძალისხმევით მაშველებმა მაინც არაერთი სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. განსაკუთრებული ემოციებს ადგილობრივები მაშინ გამოხატავენ, როცა ნანგრევებიდან ბავშვები გამოჰყავთ.

სირიის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ აფრინში მოსახლეობამ ნანგრევებიდან დაჭრილი გოგო ამოიყვანა.

ფოტო: Rami Al Sayed—AFP/Getty Images

თურქეთში, ჰატაიში, კაცს დანგრეული შენობიდან გამოყვანილი ბავშვი გადაჰყავს.

ფოტო: Burak Kara/Getty Images

სირიაში, ქალაქ ჯანდარისში მოსახლეობამ ნანგრევებიდან ბავშვი გადაარჩინა.

ფოტო: Rami Al Sayed — AFP/Getty Images

თურქეთში მიწისძვრიდან 29 საათის შემდეგ ნანგრევებში მოყოლილი დედა-შვილი გადაარჩინეს.

ფოტო: Anadolu Agency/Getty Images

საერთაშორისო მედიების ინფორმაციით, სირიელი ბავშვი, რომელიც 6 თებერვალს ნანგრევებიდან ამოიყვანეს, თავს კარგად გრძნობს და ბიძასთან ერთად უსაფრთხოდაა.

მიწისძვრიდან 44 საათის შემდეგ თურქეთში, ჰატაიში ნანგრევებიდან 2 წლის ვაფე საბჰა და 33 წლის დედა იმედ საბჰა გამოიყვანეს.

ფოტო: Anadolu Agency/Getty Images

მიწისძვრიდან 52 საათის შემდეგ, ჰატაიში მაშველებმა ჩამონგრეული შენობის ადგილას რვა წლის იგიტი იპოვეს.

ფოტო: Burak Kara/Getty Images

თურქეთში, ოსმანიეში, 10-სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ბავშვი გამოიყვანეს.

ფოტო: Ozan Efeoglu / Anadolu Agency / Getty

სირიაში, აფრინის მახლობლად კაცმა დაშავებული ბავშვი გამოიყვანა.

ფოტო: Rami Al Sayed / AFP / Getty

ქალაქ ჯანდარისში, სირიაში ნანგრევებიდან გოგო გამოიყვანეს / თურქეთში პოლიციის ოფიცერი ეხუტება შვილს მას შემდეგ, რაც ის ნანგრევებიდან გადაარჩინეს.

ფოტო: Khalil Ashawi | Reuters

ფოტო: Bulent Kilic/ AFP

მედიებსა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომლებშიც ჩანს, რა ძალისხმევას წევენ მოქალაქეები და მაშველები ნანგრევებიდან ბავშვების უსაფრთხოდ გამოსაყვანად და რა ემოციები აქვთ მათ და ადგილზე მყოფ ოჯახის წევრებს.

სამძებრო ჯგუფებმა ალეპოსა და იდლიბში ნანგრევებს შორის ბავშვები იპოვეს და გადაარჩინეს.

მაშველებმა მიწისძვრის დროს ნანგრევებში მოყოლილი ბავშვი გადაარჩინეს.

თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობებიდან კიდევ რამდენიმე ბავშვი გამოიყვანეს.

ჟურნალისტი, რომელმაც თურქეთში მიწისძვრისას კორუსის ნგრევა დააფიქსირა, მუშაობის პარალელურად დაშავებულ ბავშვებს ეხმარება.

სირიაში 40-საათიანი ძებნის შემდეგ, ოჯახი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, რასაც მაშველებიც და მოქალაქეებიც ოვაციებით შეხვდნენ.