თუ წარმატებულ მუსიკალურ კარიერაზე ოცნებობ, ამისთვის პირველი ნაბიჯები უნდა გადადგა. ეს ნაბიჯები კი განათლებას უკავშირდება.

წლევანდელ Brit Awards-ზე ნომინანტებს შორის, როგორებიც არიან მსოფლიო დონის ვარსკვლავები სთრომზი, ტეილორ სვიფტი და ბიონსე, არიან განათლების ცენტრ LEAF-ის პარტნიორი უნივერსიტეტის, BIMM Institute-ის კურსდამთავრებულებიც.

ეს ის მუსიკალური განათლებაა, რომელსაც წარმატებამდე მიყავხარ. ახალგაზრდა ვარსკვლავი, მიმი უები Best New Act-ის კატეგორიაშია ნომინირებული. Fontaines D.C.-სთვის მეორე ნომინაციაა კატეგორიაში: Best International Group.

ბევრისთვის ცნობილი, ჯორჯ ეზრაც BIMM Institute-ის კურსდამთავრებულია, რომელიც მესამედაა წარდგენილი Artist of the Year კატეგორიაში. ეზრა, Song of the Year კატეგორიაშიცაა ნომინირებული სიმღერით: Green Green Grass.

British and Irish Modern Music Institute — ბრიტანული და ირლანდიური თანამედროვე მუსიკის ინსტიტუტია. BIMM 1983 წელს დაარსდა და მუსიკისა და დრამის სკოლას წარმოადგენდა. დღეისათვის კი რვა დამოუკიდებელ კოლეჯს აერთიანებს. BIMM-ის კამპუსები ლონდონში, დუბლინში, ბრისტოლში, მანჩესტერში, ბერლინში, ბირმინგემში, ჰამბურგსა და ბრაიტონში მდებარეობს.

უფრო ვრცლად BIMM Institute-ის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

LEAF პარტნიორ უნივერსიტეტებთან, მათ შორის British and Irish Modern Music Institute-თან სააპლიკაციო პროცესში დახმარებას უფასოდ გაგიწევთ.

მუსიკალური კარიერისთვის მზადების დაწყება და LEAF-ის წარმომადგენელთან დარეკვა ამ ნომერზე შეგიძლიათ — 032 294 61 74.