ბოლო მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს 2 მოქალაქეა დაღუპული, 2-ს ეძებენ
ინფორმაცია თურქეთში საქართველოს ელჩმა დილით გაავრცელა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: თურქეთ-სირიის საზღვართან ორშაბათს დილით მომხდარ დამანგრეველ, 7,8 ბალიან მიწისძვრას ბოლო 2 დღის განმავლობაში ასზე მეტი განმეორებითი ბიძგი მოჰყვა, მათ შორის 7 და 5-ბალიანები.
- თურქეთისა და სირიის რამდენიმე ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.
- ბოლო მონაცემებით, სირიაში დაღუპულთა რიცხვი 2 470-მდე გაიზარდა, თურქეთში კი, სულ მცირე, 6 234 დაიღუპა.
- მოსალოდნელია, რომ ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან ნანგრევების გასუფთავება და სამაშველო სამუშოები ჯერ კიდევ გრძელდება.
ელჩის ინფორმაციით, მიწისძვრის შემდეგ საქართველოს 100-ზე მეტი მოქალაქე იპოვეს, 2-ს კი ამ დრომდე ეძებენ. როგორც ცნობილია, მიწისძვრას 2 ქართველი ემსხვერპლა.
- "გუშინ მთელი დღის განმავლობაში შემოგვდიოდა ზარები, ვიპოვეთ რამდენიმე ჩვენი მოქალაქე. საღამოსთვის, ღამისკენ პრაქტიკულად 6 მოქალაქის ძიების პროცესი იყო. საელჩო არის 24-სათიან რეჟიმში. საბედნიეროდ 4 ვიპოვეთ", — განაცხადა მან.
- მისივე თქმით, ისინი გადაყვანილები არიან დაცულ სივრცეში და თავს კარგად გრძნობენ.
- "სამწუხარო ფაქტი, რომ 2 ქალბატონი, 2 მოქალაქე ჩვენი, რომელიც მოყოლილია ნანგრევებში ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ. გრძელდება სამუშაოები, ვუკავშირდებით ყოველ საათს თურქულ მხარეს და ჯერჯერობით სამაშველო სამსახური გვპასუხობს, რომ არ არის დასრულებული საძიებო პროცესი", — განაცხადა მან.
- ელჩი ამბობს, რომ დღეს დილით მათთან ზარები არ შესულა, ზოგადად კი მოქალაქეები უკავშრდებიან და მათ ადგილმდებარეობას ინიშნავენ.
თურქეთის კატასტროფების სააგენტომ განაცხადა, რომ დაშავდა 37 011 ადამიანი, სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში 79 000-ზე მეტი პერსონალია ჩართული.
- ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, ნანგრევებიდან ამ დროისთვის 8 000-ზე მეტი ადამიანია ამოყვანილი.
- დაახლოებით 380 000-მა ადამიანმა თავი შეაფარა სამთავრობო თავშესაფრებში ან სასტუმროებში, სხვები კი სავაჭრო ცენტრებში, სტადიონებში, მეჩეთებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში არიან.
- გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორშაბათს ღამით 3 400 ადამიანი ღამის გასათევად მატარებლებს იყენებდა.
- "არ გვაქვს კარავი, არ გვაქვს გამათბობელი, არაფერი გვაქვს. ჩვენი შვილები ცუდ მდგომარეობაში არიან. ჩვენ ყველანი ვსველდებით წვიმის ქვეშ და ჩვენი ბავშვები სიცივეში არიან", — განუცხადა AP-ს 27 წლის აისან კურტმა და დაამატა: "ჩვენ არ მოვკვდებით შიმშილით ან მიწისძვრით, მაგრამ სიცივისგან გაყინულები მოვკვდებით".
- პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრით დაზარალებული 10 პროვინცია კატასტროფის ზონად გამოაცხადა და სამი თვით საგანგებო მდგომარეობა დააწესა.
სირიაში დახმარების მცდელობებს აფერხებს მიმდინარე ომი და საზღვრის გასწვრივ აჯანყებულთა მიერ კონტროლირებადი რეგიონის იზოლაცია, რომელიც გარშემორტყმულია რუსეთის მხარდაჭერილი სამთავრობო ძალებით.
- გარდა ამისა, შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა, რამდენად სანდოა მათი გავრცელებული ინფორმაცია.
-
სირიის ხელისუფლების მონაცემებით, რომლებიც მოქმედებენ მთავრობის მიერ კონტროლირებად და მეამბოხეების მიერ დაკავებულ რაიონებში, დაღუპულთა რაოდენობამ 2 500-ს მიაღწია.
-
ხოლო თეთრი ჩაფხუტების სამაშველო ჯგუფმა, რომელიც კოორდინაციას უწევს სასწრაფო დახმარებას მეამბოხეების მიერ დაკავებულ რაიონებში, ტვიტერზე დაწერა, რომ დაღუპულთა რიცხვი 1 280-მდე გაიზარდა და 2 600-ზე მეტი დაშავდა.
- უცნობია, შედის თუ არა ეს რიცხვი ხელისუფლების მონაცემებში.
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
-
-
გადახედვაევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში ევროპარლამენტარი აუსტრევიჩუსი დარბევის ორგანიზატორების დასანქცირებას ითხოვს — რას პასუხობენ მას ქართულ ოცნებაში
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს ლაზარე გრიგორიადისი ციხეს, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს
-
გადახედვაპუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს პუტინი სუვერენიტეტის განმტკიცების უმნიშვნელოვანეს პირობად ტრადიციული ფასეულობების დაცვას ასახელებს
-
გადახედვაენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა ენ ჰეთეუეი იხსენებს, როგორ მოუწია ერთ კასტინგზე 10 კაცისთვის ეკოცნა
კომენტარები