ინფორმაციას მედიები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა.

  • ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს.
  • დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად ფულთან ერთად გაიქცა.
  • 12 დეკემბერს დააკავეს ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა. ის ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს.
  • პოლიცია ესებუას ორი წლის განმავლობაში ეძებდა.

On.ge ინფორმაციის დასადასტურებლად და დეტალების გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება დაკავებას, ჯერჯერობით, არ ადასტურებს.

  • სავარაუდო დაკავების კადრები მთავარმა არხმა გაავრცელა.
  • საზოგადოებრივი მაუწყებლის დაუდასტურებელი ცნობით, ის მაშინ დააკავეს, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში გადასვლას აპირებდა.