ნაციონალური მოძრაობის ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ აქციებთან დაკავშირებით პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის გადავადებაზე უარი უთხრა.

  • პარტიამ ამ შემდეგ აქციები დააანონსა და საპარლამენტო საქმიანობის წყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.
  • ხაბეიშვილმა დღეს, 7 თებერვალს თქვა, რომ პროტესტი უნდა იყოს რეალური და გადადიან მოქმედებაზე.
  • "მინდა ვუთხრა ჩემს ძმებს, დებს, მამებს, დედებს, მეგობრებს, ვინც მაგალითად ვერ ახერხებთ რაიონებიდან ჩამოსვლას, ადგილებზე იქნება საპროტესტო აქციები და მიიღეთ მონაწილეობა";
  • "უახლოეს პერიოდში, როცა მთელ საქართველოს მოვიცავთ, მე ვიქნები გარანტი იმის, რომ უზრუნველვყოფ, მათ შორის დიდ საპროტესტო მუხტს დედაქალაქში, თუმცა ამისთვის საჭიროა მომზადება, ბრძოლა და მოქმედება", — თქვა ხაბეიშვილმა.

დეტალები: პარტიის თავმჯდომარემ ხვალ 5 საათზე იუსტიციის სამინისტროსთან დააანონსა აქცია.

  • მისი თქმით, 9 თებერვლიდან, ხელვაჩაურში, სიღნაღში, მარნეულში, ზესტაფონში და ბორჯომში, 13:00 საათზე, პარალელურ რეჟიმებში, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან გაიმართება სოლიდარობის აქციები;
  • 10 თებერვალს, ქობულეთში, მარტვილში, სამტრედიაში, საგარეჯოში და ხაშურში, 13:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქციები;
  • 11 თებერვალს, 15:00 საათზე, გელოდებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში.
  • "ბატონო ბიძინა, თქვენც, ირაკლი ღარიბაშვილიც, რატი ბრეგაძეც, სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები, ვინც ამაგრებენ რუს ოლიგარქიულ რეჟიმს მოემზადეთ, ბრძოლა იქნება უკომპრომისო", — თქვა მან.