ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საპარლამენტო საქმიანობას წყვეტს ენმ და ბოიკოტის რეჟიმში გადადის.

  • მათ არ გაუკეთებიათ განცხადება, დატოვებენ თუ არა მანდატებს პარლამენტსა და საკრებულოებში.
  • დეკანოიძემ უკვე დააფიქსირა მოსაზრება, რომ არ ემხრობა ბოიკოტს.

დეტალები: EPP ნაციონალური მოძრაობის პარტნიორი პარტიაა.

  • დეკანოიძის თქმით, საკრებულოების მანდატების დატოვება ნიშნავს იმას, რომ პარტია საერთაშორისო ასპარეზზე კარგავს ყველანაირ ინსტრუმენტს.
  • "მეტსაც გეტყვით, ეს შეიძლება გახდეს ჩვენი პარტიის EPP-დან გამოძევების საფუძველი, ანდა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგომის საფუძველი, თან ძალიან სერიოზულად";
  • "მე არც ბოიკოტს არ ვემხრობოდი. რეალურად, ბოიკოტიც და მანდატების დატოვება, ეს არ არის გაცილებით უფრო წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა”, – ამბობს დეკანოიძე.
  • გარდა ამისა, დეკანოიძის თქმით, ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა შეიცვალოს.