ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 6 თებერვალს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ნურდაგიდან 23 კილომეტრში მოხდა.

  • ბოლო მონაცემებით, ბუნებრივ კატასტროფას 5000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
  • სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც, სავარაუდოდ, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

დეტალები: პატიმრებმა მიწისძვრის შემდეგ ამბოხება მოაწყვეს და ციხის ნაწილზე კონტროლი მოიპოვეს.

  • მედიის ცნობით, სამხედრო პოლიციის ციხეში, თურქეთის საზღვრის მახლობლად, ქალაქ რაჯოში 2000-მდე პატიმარი იმყოფებოდა, მათგან, დაახლოებით, 1300 ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში იყო ბრალდებული.