საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობის გადავადებაზე უარი უთხრა.

  • ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.
  • ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამ და ომბუდსმენმა აქამდეც მიმართეს.

დეტალები: უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პოლიტიკური ანგარიშსწორება შეწყვიტოს.

  • "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედგაცრუებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილისთვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების შესახებ", — ნათქვამია განცხადებაში.
  • მათივე თქმით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ექიმების დასკვნა ექსპრეზიდენტის ავადმყოფობის სიმძიმეზე.
  • "უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის ინტერესების დაცვას, რომელიც უნდა გათავისუფლდეს", — აცხადებენ უწყებაში.