ქარტია პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდებს, მედიის შემზღუდავი ბრძანება გააუქმოს
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს.
რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, 7 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებით, მედიას ახალი შეზღუდვები უწესდება.
- დოკუმენტის თანახმად, მედიის წარმომადგენლებისთვის აკრედიტაციისა და პარლამენტში საქმიანობის წესი განისაზღვრება.
- ასევე, მოეთხოვებათ ისეთი ქცევითი წესების დაცვა, როგორიცაა, პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტის სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ინტერვიუს შეწყვეტა;
- ეკრძალებათ ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის ეკრანი ისე გადაღება, რომ გამოსახულები აღქმა იყოს შესაძლებელი.
გარდა ამისა, აკრედიტაციის წესის თანახმად, სხდომის ვიდეო-ფოტოგადაღება, შესაძლოა, მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობით განხორციელდეს, ისიც მედიის წარმომადგენლებისთვის გამოყოფილი ადგილიდან.
- ასევე, "ღონისძიების სპეციფიკურობიდან და უსაფრთხოების რეჟიმიდან" გამომდინარე, აპარატის უფროსის გადაწყვეტილებით, შესაძლოა, შეიზღუდოს აკრედიტებულ ჟურნალისტთა პარლამენტში დაშვება და გადაადგილება.
- თუმცა, დოკუმენტში არაა განმარტებული, რა შემთხვევაშია ღონისძიება "სპეციფიკური", ან როგორ განისაზღვრება "უსაფრთხოების რეჟიმი".
- ქარტიის შეფასებით, ეს ქმნის საფრთხეს, რომ მედიის შეზღუდვის მიზნით, პარლამენტის აპარატმა ჩანაწერი თავისი შეხედულებისამებრ განმარტოს.
- თუ ჟურნალისტი ჩამოთვლილ წესებს დაარღვევს, შესაძლოა, შეუჩერდეს აკრედიტაცია ერთ თვით, დარღვევის გამეორების შემთხვევაში კი — 6 თვით.
ქარტიის შეფასებით, დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციის გარეშე აკრედიტაციის წესის დამტკიცება და მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე ძალაში შესვლა, მიუღებელია.
- მიიჩნევენ, რომ იმ ფონზე, როდესაც მედიისთვის, ფაქტობრივად, შეუძლებელია საჯარო ინფორმაციის მიღება და მმართველი პარტიის წევრები შერჩევითად იძლევიან ინტერვიუებს, ასეთი რეგულაციის დაწესება ინფორმაციის მოპოვებას შეუძლებელს გახდის.
- მოუწოდებენ პაპუაშვილს, არ დაუშვას, საფრთხე შეექმნას დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა ანგარიშვალდებულება, საჯაროობა და ღიაობა.
- ასევე, გააუქმოს ბრძანება, რომელიც ფორმალურ დაბრკოლებებსა შექმნის და მედიის საქმიანობას შეზღუდავს.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვასაფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია საფრანგეთმა აზერბაიჯანიდან კონსულტაციებისთვის ელჩი გაიწვია
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
კომენტარები