ვახტანგ დვალიშვილი ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის რეკონსტრუქციას აპროტესტებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქუთაისში, დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ისტორიული შენობისგან ახლა მხოლოდ ფასადია დარჩენილი.

  • ქუთაისის მერია ყოფილი ეთნოგრაფიული მუზეუმის შენობაში მულტიფუნქციური საგამოფენო სივრცის მოწყობას აპირებს.

დეტალები: ყოფილი არქიტექტორი ამბობს, რომ სარეკონსტრუქციო სამუშაოები არასწორად მიმდინარეობს.

  • "მე, პროტესტის ნიშნად, მინდა, დავუბრუნო მერიას სიგელები, რომლებიც მომეცა, როგორც ღვაწლმოსილ ქუთაისელს. დავიბრუნებ იმ შემთხვევაში, როდესაც მოედნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები წარიმართება სწორად", — განაცხადა დვალიშვილმა ფორმულასთან.