საქართველოს ბანკის Data Challenge-ის გამარჯვებული უკვე ცნობილია
საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს საქართველოში თანამედროვე ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერას და ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, ბანკი ქვეყანაში მონაცემთა მეცნიერების მიმართულებით ყველაზე მასშტაბურ პროექტს — Data Challenge-ს ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში მონაცემთა მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულების გაძლიერებაა. Data Challenge სფეროთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის საკუთარი პოტენციალის გამოვლენის, ახალი კავშირების დამყარებისა და საქართველოს ბანკში დასაქმების ძალიან კარგი შესაძლებლობაა.
აღსანიშნავია, რომ Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. მის ფარგლებში, მონაწილეებს უნდა შეექმნათ ისეთი ინოვაციური მეტყველების ტექნოლოგია, რომელიც საქართველოს ბანკის Facebook-ზე, მომხმარებლის მიერ დატოვებული უკუკავშირის ანალიზის შედეგად, მოახდენდა ბანკის მიმართ დამოკიდებულების იდენტიფიცირებას.
კონკურსში 85 გუნდი მონაწილეობდა, რომელთაგან მინიმალური ზღვარი 21-მა გუნდმა გადალახა. ერთი თვის განმავლობაში გუნდები აქტიურად მუშაობდნენ ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავებაზე, რომელიც ბიზნესებზე იქნებოდა მორგებული. კონკურსის საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენდა.
შეჯიბრის ფარგლებში გამოვლინდა სამი გამარჯვებული. პირველი ადგილის მფლობელს 30 000 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს 15 000, ხოლო მესამე ადგილის მფლობელს 5 000 ლარი გადაეცა.
პირველ ადგილზე გუნდი CharliesAngels (ნიკა ლოსაბერიძე, ალექსანდრე აზიზიანი, ნინო ალანია) გავიდა, მეორე ადგილი გუნდმა N3 (ნიკა დოღონაძე, ნიკა ჩხარტიშვილი, ნინო ბასილაია) დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი Synapse NLP (გურამი ქერეჭაშვილი, ნიკა ნიჟარაძე, ერეკლე შიშნიაშვილი) გახდა.
"ბიზნესზე მორგებული თანამედროვე ტექნოლოგიური გადაწყვეტები მომავლის ამინდს ქმნიან. ამიტომ, საქართველოს ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ინოვაციების განვითარებას და მსოფლიო რუკაზე საქართველოს, როგორც ტექნოლოგიური ჰაბის პოზიციონირებას. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მასშტაბური ინიციატივა სწორედ Data Challenge-ია", — განაცხადა ირაკლი გოგატიშვილმა, საქართველოს ბანკის მონაცემთა კვლევითი ლაბორატორიის უფროსმა.
ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკის, როგორც თანამედროვე და ინოვაციური ფინანსური ინსტიტუტის ინიციატივით, Data Challenge უკვე მეორედ გაიმართა. საინტერესო გამოწვევები მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გამოავლინონ საკუთარი უნარები, დაამყარონ ახალი კავშირები, გახდნენ მონაცემთა მეცნიერებით დაინტერესებული ინდივიდებისა და ექსპერტების ქსელის წევრი. ასევე, მათ შეუძლიათ შექმნან ტექნოლოგია, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ბიზნესების გაციფრულებას და ამასთან, დასაქმდნენ საქართველოს ბანკში.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები