ადგილზე პარტიის წევრები რამდენიმე წუთის წინ შეიკრიბნენ, მანამდე კი ეს ნაციონალური მოძრაობის ოფისში დააანონსეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პრემიერმინისტრის სახლთან მისვლა ენმ-ის წევრებმა ექსპრეზიდენტის სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ გადაწყვიტეს.

  • მოსამართლე არევაძემ დაცვის მხარის შუამდგომლობა სასჯელის გადავადებაზე არ დააკმაყოფილა.
  • მალევე, პარტიის წევრები ენმ-ის ოფისში შეიკრიბნენ და სამოქმედო გეგმა წარადგინეს.
  • მათი განცხადებით, საპარლამენტო საქმიანობას წყვეტენ, საგანგებო რეჟიმზე გადადიან, ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის პასუხი კი "ყოველდღიური მღელვარება და სახალხო პროტესტი" იქნება.

დეტალები: ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილსა და ირაკლი ღარიბაშვილს პოლიციასთან ერთად მოუწევს ძილი და მშვიდად ვერ იქნებიან.

  • როგორც კადრებიდან ჩანს, ადგილზე პოლიციაცაა მობილიზებული.
  • ხვალ, 5 საათზე აქცია დაანონსდა დაგეგმილი მთავრობის კანცელარიასთან.