მონაცემებს საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორშაბათს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ნურდაგიდან 23 კილომეტრში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა — დაშავებულია ათასობით ადამიანი.

  • ოფიციალური პირები ამბობენ, რომ შესაძლოა, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს, რადგან ორივე ქვეყანაში სამაშველო ოპერაცია გრძელდება.
  • გარდა ამისა, პირველი მიწისძვრიდან 12 საათით ნაკლებ დროში თურქეთსა და სირიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა, რაც ნგრევის მასშტაბებს გაზრდის.

სირია: ბოლო მონაცემებით, სირია 783 ადამიანის დაღუპვას ადასტურებს.

  • ამ ეტაპზე, მეორე მიწისძვრის მსხვერპლთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.