ინფორმაცია მან ფეისბუქგვერდზე გაავრცელა.

რატომ არის მნიშნველოვანი: ხოჯევანიშვილი წერს, რომ წყვეტს პოლიტიკურ საქმიანობას და კერძო სექტორში მიდის, შესაბამისად, ტოვებს პარლამენტის წევრის მანდატს და პარტია საქართველოსთვის რიგებს.

  • ამ გადაწყვეტილების მიზეზად კი "ერთადერთი გარემოებას, მაღალი პასუხისმგებლობის განცდას" ასახელებს, რომელიც ამომრჩევლის წინაშე აქვს, როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარ დეპუტატს.

დეტალები: ხოჯევანიშვილი ამბობს, რომ დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით არ ეძლევა საშუალება ეფექტურად შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირებები, რაც მისი პირდაპირი მოვალეობაა.

  • "ჩემთვის, როგორც სახელმწიფო მოხელისთვის, ყოველთვის პრიორიტეტი იყო ხალხის ინტერესების მსახურება და არასდროს წარმოადგენდა რაიმე თანამდებობა თვითმიზანს..." — წერს ის.
  • განცხადების ბოლოს ის მადლობას უხდის ამომრჩეველს, კოლეგებს, თანაგუნდელებს და "ყველა ღირსეულ ადამიანს", ვისთან მუშაობდა.