პაპი ფრანცისკის განცხადებას იტალიური გამოცემა, Corriere della Sera ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გამოცემის ცნობით, რომის პაპს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ომის დასრულების საკითხის განხილვა უნდა.

  • ფრანცისკმა აქამდეც არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, გამხდარიყო შუამავალი მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებებში, ასევე, იმედოვნებდა უკრაინაში ომის დასრულებას და მსოფლიოს მოუწოდებდა მათდამი სოლიდარობისკენ.

დეტალები: "მე ღია ვარ ორივე პრეზიდენტთან შეხვედრისთვის", — ასე უპასუხა რომის პაპმა კითხვას, შეუძლია თუ არა მუხლებზე დაჩოქება პუტინის წინაშე, მშვიდობის მოწოდებით, ისევე, როგორც მან ეს გააკეთა 2019 წელს, როცა სამხრეთ სუდანის დაპირისპირებულ ლიდერებს დაუჩოქა და ფეხებზე ეამბორა.

  • პაპმა ფრანცისკმა, ასევე, გაიხსენა, რომ ომის დასაწყისში მან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს პუტინთან შეხვედრა სთხოვა, მაგრამ მან უპასუხა, რომ ჯერჯერობით ამის საჭიროება არ იყო.

  • "მე მსურდა მოსკოვში ჩასვლა პუტინთან სასაუბროდ და მგონი, გაჩნდა პატარა ფანჯარა, მაგრამ მინისტრმა ლავროვმა მითხრა: მოგვიანებით ვნახოთ", — იხსენებს პაპი.