ინფორმაციას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორშაბათს, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით დილის 4 საათზე, ნურდაგიდან 23 კილომეტრში 7,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.

  • თურქეთში მომხდარი ბოლო 100 წლის მანძილზე ყველაზე ძლიერი მიწისძვრის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 2 ქვეყანაში, თურქეთსა და სირიაში, 1200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
  • დაშავებულია ათასობით ადამიანი. ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად კი სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.
  • მეორე მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში პირველიდან 12 საათზე ნაკლებ დროში მოხდა.

სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7,7 მაგნიტუდა შეადგინა, თუმცა ეს წინასწარი მონაცემებია.

  • ცენტრისვე ცნობით, ბიძგების ეპიცენტრი ქაჰრამანმარაშის პროვინციიდან 59 კილომეტრით იყო დაშორებული.
  • მათივე ინფორმაციით, ბიძგები დაახლოებით 40 წუთის წინ, ადგილობრივი დროით 13:24 საათზე დაფიქსირდა — მსუბუქი ბიძგები იგრძნობოდა ერაყშიც.