ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრას 1 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
ინფორმაციას ოფიიცალურ პირებზე დაყრდნობით საერთაშორისო მედიები ავრცელებენ.
დეტალები: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, მხოლოდ თურქეთში 912 ადამიანი დაიღუპა და 5 383 დაშავდა.
- მისივე თქმით, მოსალოდნელია, რომ დაღუპულთა რიცხვი გაიზრდება, რადგან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
- ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა ქვეყანაში 1939 წლის შემდეგ, განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ შედეგად 2 818 შენობა ჩამოინგრა.
- მისი თქმით, ამ დროისთვის 45 ქვეყანისგან მიიღეს დახმხარების შეთავაზება.
- სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ ქვეყანაში 320-ზე მეტი დაიღუპა, 1 000-ზე მეტი დაშავდა.
- თეთრი ჩაფხუტების სამაშველო სამსახურმა ასევე განაცხადა, რომ იმ ადგილებში, სადაც ისინი მოქმედებენ, 147 ადამიანი დაიღუპა და 340-ზე მეტი დაშავდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს შეტანილი იყოს ოფიციალურ სახელმწიფო მონაცემებში.
თურქეთში 10 ქალაქსა და პროვინციაში სასწავლო პროცესი ერთი კვირით შეწყდება.
- ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეჩერებულია ფრენები ჰატაის პროვინციაში, ხოლო მარაშისა და ანტეპის აეროპორტები ასევე დაკეტილია მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის.
- საქართველოს საელჩოსა და გენერალურ საკონსულოებში ამოქმედებულია ცხელი ხაზი საქართველოს საელჩო ანკარაში +905336903040; +905392208280;
- გენერალურ საკონსულო სტამბოლში +905418184400;
- გენერალურ საკონსულო ტრაპიზონში +905413262226;
სირიაში სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ჩრდილო-დასავლეთ სირიის სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში ჩამოინგრა ათეულობით შენობა და ნანგრევებში ხახლს ეძებენ.
- "ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ რაღაც გააკეთოს, დაგვეხმაროს, დაგვეხმაროს. ჩრდილო-დასავლეთი სირია ახლა კატასტროფის ზონაა. ჩვენ გვჭირდება დახმარება ყველასგან ჩვენი ხალხის გადასარჩენად", — განაცხადა ისმაილ ალ აბდულამ თეთრი ჩაფხუტიდან.
გამოხმაურებები: გერმანიის საგარეო მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, პარტნიორებთან ერთად, თურქეთისა და სირიის დასახმარებლად მზად არიან.
- ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი წერს, რომ თურქეთში სამძებრო-სამაშველო ჯგუფს აგზავნიან.
- უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც კატასტროფის დახმარების მზაობა გამოთქვა და დაწერა, რომ ამ რთულ დროს თურქი ხალხის გვერდით დგანან.
- თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ "ღრმად შეშფოთებულია" სირიასა და თურქეთში მომხდარი მიწისძვრით და მხარდაჭერა გამოუთქვა დაზარალებულებს.
- EU-ის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა დაწერა, რომ მათი ფიქრები თურქ და სირიელ ხალხთანაა, ევროკავშირი კი დასახმარებლად მზადაა.
- პაკისტანის პრემიერმინისტრმა როგორც თურქ, ასევე, სირიელ ხალხს მიუსამძიმრა და დახმარების მსურველებს შეუერთდა.
- საქართველოს პრემიერმინისტრი, პრეზიდენტი, საგარეო უწყება და დიპლომატიური წარმომადგენლობები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ მომხდარის გამო — მთავრობა თურქეთში სამაშველო ჯგუფს გზავნის. მათ ოფიციალურ განცხადებებში სირია ნახსენები არ არის.
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვაჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა ჯო ბაიდენმა TikTok-ის აკრძალვის კანონპროექტს ხელი მოაწერა
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები