10 თანამედროვე ქართული ჯგუფი, რომელსაც უნდა იცნობდე
საბედნიეროდ, ხშირად — აღარ, მაგრამ ალბათ მაინც გაიგონებთ მავანის გულისტკენით ნათქვამს, რომ საქართველოში "გემოვნებიანი მუსიკა" არ იქმნება. გემოვნება, რასაკვირველია, სადავო ამბავია, მაგრამ ეს ნათქვამი, სიმართლე გითხრათ, მაინც გულზე მხვდება ხოლმე. თავად მუსიკოსი არ ვარ, მაგრამ როცა ნებსით ან უფრო მეტად უნებლიეთ, ჩემს საყვარელ შემსრულებლებს ხაზს უსვამენ, მწყინს.
თანამედროვე ქართული მუსიკა რაღაც მიმართულებით ალბათ მართლაც მოიკოჭლებს (პოპულარიზაცია), მაგრამ ამას ხელოვანების შემართებასა და ნამუშევრების ხარისხზე ვერ ვიტყვით. თუმცა, შეიძლება სწორედ არასათანადო რეკლამირების ბრალია, შესანიშნავი ქართველი მუსიკოსების ხმა რომ მსმენელთა ფართო მასებამდე ზოგჯერ ვერ აღწევს. ასე რომ, გადავწყვიტე, უამრავი არაჩვეულებრივი ქართული ბენდიდან რამდენიმე თქვენთვის გამეცნო. მათგან ზოგი ცნობილია, ზოგიც — ნაკლებად, მაგრამ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ყველა მათგანი გამორჩეულ მუსიკას ქმნის.
1. LOUDspeakers
ალტერნატიული როკის შემსრულებელი LOUDspeakers ქართველი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი სახელია. ჯგუფი 2009 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ მისი სოლისტი ლევან ლაუდაძეა. სრული შემადგენლობით ბენდი მაყურებლის წინაშე პირველად ახალი ჯგუფების ფესტივალ Altervision/Newcomers-ზე წარდგა 2010 წელს და რჩეულებს შორისაც აღმოჩნდა. ჯგუფის პირველი სტუდიური ალბომი Lighthouse მსმენელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. განსაკუთრებული სიყვარული კი სიმღერას World in My Eyes ხვდა წილად — იუთუბზე კომპოზიციას უკვე 10 მილიონზე მეტჯერ მოუსმინეს.
2. Mellow
თუკი ქართული სერიალების ერთგული მაყურებელი ხართ, Mellow-ის მუსიკა აუცილებლად გექნებათ მოსმენილი. ნიკა ჩოხელის მიერ 2011 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის სიმღერები ისეთ პოპულარულ სატელევიზიო სერიალებში გამოიყენეს, როგორებიცაა ჩემი ცოლის დაქალები და ხელოვნური სუნთქვა. ჩოხელმა ამავე სერიალების ორიგინალურ საუნდტრეკებზეც იმუშავა. Mellow-ს ამ დრომდე სამი მინიალბომი და რამდენიმე სინგლი აქვს გამოშვებული.
3. The Rylans
The Rylans შედარებით ახალი ჯგუფია, მაგრამ მის სოლისტს ქართველი მსმენელი კარგად იცნობს. მებო ნუცუბიძის წინა პროექტი, The BearFox (რომელმაც ასევე შესანიშნავი ჩანაწერები შექმნა), 2020 წელს დასრულდა. თუმცა, მებომ იმავე წელს გაიცნო სხვა მუსიკოსები, რომლებთან ერთადაც ახალი შემოქმედებითი ეტაპი დაიწყო და ასე ჩამოყალიბდა The Rylans. ჯგუფის სადებიუტო სიმღერას Voices in Your Head და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მოწონება დაიმსახურა ბენდის პირველმა მინიალბომმაც, Ab Aeterno.
4. 4D Monster Lobsters
მაინცდამაინც ახალი ჯგუფი არ ეთქმის 4D Monster Lobsters-ს, რომელიც 2019 წელს ჩამოყალიბდა. სახასიათო მუსიკალური და ვიზუალური ესთეტიკით გამორჩეული ბენდი Tbilisi Newcomers 2019-ის გამარჯვებულიც გახდა. 4D Monster Lobsters, ძირითადად, ფსიქოდელიურ პოპს ასრულებს, თუმცა, ჯგუფის სიმღერებში ნაცნობ მელოდიებსაც აღმოაჩენთ. მათი მუსიკა კი, განსაკუთრებით, ალბათ Tamada-ის ფანებს მოეწონებათ. სხვათა შორის, ამ ორი უნიკალური მუსიკალური პროექტის კოლაბორაციაც შეგიძლიათ მოისმინოთ.
5. Bedford Falls
"ბენდის წევრები პოსტსაბჭოთა თაობას წარმოადგენენ, რომელიც ომით, სიღარიბითა და პოლიტიკური ქაოსით გახლეჩილ ქვეყანაში გაიზარდა", — ასეთ ტექსტს შეხვდებით Bedford Falls-ის ოფიციალურ აღწერაში. 2014 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფის მუსიკა ალბათ არის კიდეც საქართველოში მცხოვრები რიგითი ადამიანის ცხოვრების ერთგვარი ანარეკლი; მაჟორული მელოდიების მიუხედავად, ჯგუფის სიმღერების ტექსტები ისეთ რთულ საკითხებს შეეხება, როგორებიცაა ზრდასრულობის სევდა და პიროვნების გაუცხოება. ჯგუფის სადებიუტო ალბომი This Is Your House 2019 წელს გამოვიდა, გასულ წელს კი ბენდმა რჩეულ კომპოზიციებს კიდევ ერთ ალბომში მოუყარა თავი.
6. კოლექტივი
თქვენც გაინტერესებთ, სად გაქრნენ ეტრუსკები? ყოველ შემთხვევაში, ქართული ჯგუფისთვის კოლექტივი ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ბენდის მუსიკაც სწორედ ასეთი "ახირებული" სტილისაა. კოლექტივი სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე — როცა საღამოს შინისკენ გზაზე ქართული ალტერნატიული მუსიკის მიქსს ვუსმენდი სპოტიფაიზე. ჟანრობრივად კი ალბათ უფრო ინდიპოპია, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არც აქვს — ჯგუფის მუსიკა იმდენად უნიკალური ჟღერადობისაა, რომ სამყარო ცოტა ხნის სწყდები კიდეც და მსგავსი დეტალები მნიშვნელობას კარგავს. როგორც ადრე ვთქვი, ისეთი სიმშვიდის, სიმყუდროვის და სინაზის მომგვრელია ეს ყველაფერი, როგორც დაღლილზე რბილ ლოგინში ჩაფლობა. კოლექტივს ამ დროისთვის ერთი ალბომი დამსწრე საზოგადოება და რამდენიმე სინგლი აქვს გამოშვებული.
7. არა
ყველაზე აკვიატებადი სიმღერებისთვის რომ ჯილდო გაიცემოდეს, ქართულ ბენდებში ალბათ არა აიღებდა. 10-წლიანი ისტორიის მქონე ჯგუფის შემადგენლობა სხვადასხვა დროს შეიცვალა, თუმცა, მისი სოლისტი დღესაც ზურა ჯავახიაა. ბენდის წევრია ასევე ნიკა ჩოხელი. არას აქამდე ორი ალბომი და ერთიც მინიალბომი აქვს გამოშვებული. 2022 წლიდან ბენდი მესამე სტუდიურ ალბომზე მუშაობს, რომლის პირველმა სინგლმა, თბილისი რუკაზე, მსმენელში დიდი პოპულარობა უკვე მოიპოვა და ტიკტოკის ტრენდადაც იქცა.
8. პანიკა
"ასე გვითხრეს, პანკს უკრავთო", — ამგვარად წარუდგენს ჯგუფი პანიკა მსმენელს საკუთარ თავს. 2016 წელს ჩამოყალიბებული ბენდი სწორედაც რომ პანკ-როკის/პანკ-პოპის შემსრულებელია. ჯგუფის პირველი და ამ დროისთვის ერთადერთი ალბომი შეტევა 2019 წელს გამოვიდა და 8 კომპოზიცია გააერთიანა. თუმცა, ამას გარდა, პანიკას რამდენიმე სინგლი აქვს გამოშვებული, მათ შორის, მარტოობის 5 დღე და ვიკიდებ ყველაფერს.
9. SKAZZ
პანკის მოყვარულებისთვის სასიხარულო აღმოჩენა იქნება SKAZZ-იც, რომელსაც ჯგუფზე მეტად დუეტი ეთქმის — ორი მუსიკოსისგან შემდგარი პროექტი ქუთაისიდან. მათი სიმღერები ახალგაზრდა მსმენელში დიდი მოწონებით სარგებლობს — განსაკუთრებით კი, Mdevari, რომელსაც მხოლოდ სპოტიფაიზე 230 ათასჯერ მოუსმინეს. 2022 წელს SKAZZ-მა ალბომი MEMORIAL გამოუშვა, რომელიც 7 სიმღერას აერთიანებს.
10. Killages
დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთში დავბრუნდეთ — ჯგუფი Killages ქალაქ რუსთავში ჩამოყალიბდა 2017 წელს. იმავე წელს ბენდმა Newcomers-შიც გაიმარჯვა და სხვადასხვა მასშტაბურ ფესტივალზე დაუკრა. ოთხი წევრისგან შემდგარი ჯგუფი, ძირითადად, ალტერნატიულ ჰიპ-ჰოპს ასრულებს. Killages-ის სადებიუტო ალბომი Original Brothers 2020 წელს გამოვიდა. ალბომიდან ერთ-ერთი სიმღერა Bottle Sip კი ნომინირებული იყო ელექტრონავტის დაჯილდოებაზეც წლის საუკეთესო ტრეკის კატეგორიაში.
-
გადახედვაკინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოცენტრმა დაფინანსება შეგვიწყვიტა — თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი
-
გადახედვაGPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა GPBA: კონსოლიდაცია რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკასთან ბრძოლის აუცილებელი პირობაა
-
გადახედვასააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს სააკაშვილი ენმ-ს პარტიის ბორდის შექმნას და თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის განხილვას სთხოვს
-
გადახედვაშესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს შესაძლოა, არამიწიერი სიცოცხლე იისფერი ბაქტერიების სახით არსებობდეს
-
გადახედვაოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს! ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას შვილი: არა რუსულ კანონს!
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვახაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით ხაბეიშვილი: ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული, საზოგადოებას უთხრეს — თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, თქვენ უარესად მოგექცევით
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2 ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI ოცნება ოფშორებთან დაკავშირებულ კანონს ივანიშვილს არგებს, იზრდება კრიმინალური და რუსული კაპიტალის შემოდინების რისკიც — TI
-
გადახედვასადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა სადგური, რომელსაც ჩინეთის მთავრობა აშენებს, ინტერნეტმა ჰიგიენურ საფენს მიამსგავსა
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
კომენტარები