შალვა ხაჭაპურიძე

5 Feb. 2023, 11:43

დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და ამის მერე მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებაზე დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება ბრალდების მხარის და უფრო სწორად, პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა სამხარაულის გაყალბებული დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა არ წარმოუდგენიათ არცერთი მტკიცებულება.

შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს. მთავარია, ახლა მოსამართლემ თავის თავში იპოვოს ის ძალა, ზეწოლების მიუხედავად, რაც ხორციელდებოდა სასამართლოზე, ეს იყო მთავრობის, პარლამენტის, ზოგადად, პოლიტიკოსების მხრიდან, მან გაუძლოს ამ ზეწოლას და მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება.

განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ. ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვებით გამოვლენ, რის შემდეგაც მოსამართლის გადაწყვეტილებას დაელოდებიან.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს
  5. როგორი ამინდი იქნება ამ შაბათ-კვირას

გირჩევთ

ახლა კითხულობენ