ოსკაროსანი მსახიობი ემა სტოუნი კინო ეკრანიდან სულ მალე ტელევიზიის ეკრანზე გადაინაცვლებს და იმ A კატეგორიის ვარსკვლავებს შეუერთდება, რომლებიც კინო და სატელევიზიო როლების ერთმანეთთან შეთავსებას წარმატებულად ახერხებენ.

Maniac, ასე ერქმევა ახალ შოუს, რომელშიც ემა ჯონა ჰილთან ერთად ითამაშებს.

კომედიური დრამა ფსიქიატრიულში მოთავსებულ კაცზე მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ ფანტაზიაში ახალ ცხოვრებას იწყებს.

სერიალის გადაღებები ჯერ არ დაწყებულა თუმცა მისი გამოსვლის თარიღად 2018 წელი სახელდება.