ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებში ისევ ერთადერთმა კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა გაიმარჯვა
0
წაკითხვა
0
კომენტარი
0
გაზიარება
შედეგი ფეხბურთის ფედერაციის XXXIII საარჩევნო ყრილობაზე გამოცხადდა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართული ოცნების დეპუტატი უკვე მესამედ გახდა პრეზიდენტი და მეორედ მონაწილეობდა ერთკანდიდატიან არჩევნებში.
- პირველად კობიაშვილი პრეზიდენტად 2015 წელს აირჩიეს, როცა არჩევნებში სამი კანდიდატი მონაწილეობდა.
- მეორედ, 2019 წელს უკონკურენტოდ — მაშინ კობიაშვილმა თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა პროცესში სხვა პირებიც ჩართულიყვნენ.
- ახლა ისევ ერთადერთი კანდიდატი კობიაშვილი ისევ 4 წლის ვადით აირჩიეს.
დეტალები: კობიაშვილს რომ გაემარჯვა, ხმის უფლების მქონე დელეგატთა 50%-ზე მეტის ხმა იყო საჭირო.
- "ფარული კენჭისყრის შედეგად ლევან კობიაშვილმა მიიღო 28 ხმა, ანუ ყველა დელეგატმა ხმა მისცა ლევან კობიაშვილს", — განაცხადა ფედერაციის წარმომადგენელმა, რასაც აუდიტორია ტაშით შეხვდა.
რა თქვა კობიაშვილმა: კენჭისყრამდე მას გამოსვლის დრო ჰქონდა, რა დროსაც ამტკიცებდა, თითქოს მისთვის არ არის კომფორტი, რომ ერთადერთი კანდიდატია.
- "ბოლო დღეებში მეკითხებოდნენ ხოლმე, რატომ ხართ მარტო. რა თქმა უნდა, ჩემი პასუხი იყო ის, რასაც 4 წლის წინაც ვიძახდი — ჩემთვის ეს კომფორტი არ არის. მეც სიამოვნებით გამიხარდებოდა და ვისურვებდი, რომ დღეს ყოფილიყო აქ ადამიანი, ან ადამიანები, რომლებსაც ასევე მოუსმენდით, ვინაიდან ჯანსაღი გარემო, ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. ჩემთვის არ ყოფილა კომფორტი არც გასული 4 წლის განმავლობაში, რადგან წინაზეც მარტო ვიყავი",— განაცხადა კობიაშვილმა.
- "მე არ მაქვს იმაზე პასუხი, რატომ ვარ მე დღეს აქ მარტო. თუმცა, მე მაქვს პასუხი იმაზე, რატომ ვართ ჩვენ და რატომ ვარ მე. ყოველთვის, მოედნის გარეთ და მოედანზეც პასუხი არის მარტივი — ეს არის კონკრეტული გაკეთებული საქმეები და შედეგები", — აღნიშნა მან.
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
-
გადახედვადაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ამბობს, რომ პოლიცია მას სცემს და აწამებს — რა ვიცით იმრან ალიევზე
-
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
კომენტარები