განცხადება ორგანიზაციამ ტვიტერზე გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველ თებერვალს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო და თქვა, რომ ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალებაა.

  • კადრებში ჩანდა, რომ ის თავს შეუძლოდ გრძნობს და ბოლო სხდომის შემდეგ კიდევ დასუსტდა.
  • ამ პროცესის შემდეგ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამ და ომბუდსმენმა კიდევ ერთხელ მიმართეს.
  • NGO-ებმა საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდეს, სააკაშვილის გადასარჩენად ყველა საშუალება გამოიყენონ.
  • აშშ-ის დიპლომატიური უწყებაში განაცხადეს, რომ ყურადღებით აკვირდებიან ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სააკაშვილის მიმართ საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით, სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, მთავრობის პასუხისმგებლობაა.
  • ევროპარლამენტში კი სააკაშვილის თემაზე დებატები გაიმართა — ევროპარლამენტარებმა საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკეს და სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა და მისი სიცოცხლის უფლების დაცვა მოითხოვეს.

დეტალები: Freedom House წერს, რომ შეშფოთებული არიან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტზე გავრცელებული ბოლოდროინდელი ინფორმაციითა და ფოტოებით.

  • "საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე, სანამ ის პატიმრობაშია და ჩვენ მოვუწოდებთ მათ, უზრუნველყონ სასწრაფო და სრული სამედიცინო დახმარება", — აღნიშნავენ ისინი.