ამის შესახებ ინფორმაციას ხალხის მსახურის თავმჯდომარე, ოლენა შულიაკი ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

  • ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
  • სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამ და ომბუდსმენმა არაერთხელ მიმართეს.

დეტალები: მისი ინფორმაციით, რეზოლუციის პროექტის ევროპარლამენტს, ევროსაბჭოს, ევროკომისიას, PACE-სა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოების პარლამენტებს ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადაყვანის აუცილებლობაზე მიმართავენ.

  • შულიაკი წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქე ახლა მძიმე მდგომარეობაშია, ამიტომ ქართულმა მხარემ მას სათანადო სამედიცინო დახმარება უნდა გაუწიოს.
  • ასევე, შეუქმნას პირობები ევროპის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის.
  • დოკუმენტს ხელს 90 დეპუტატი აწერს.