გამარჯვებული ჟურნალისტები ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ დააჯილდოვა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: კონკურსის მიზანი ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმისა და ეთიკური ნორმების ხელშეწყობაა.

  • გამარჯვებულები 7 საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ.
  • ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2012 წლიდან ტარდება, კონკურსის წესები კი ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს ეფუძნება.

საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში — გამარჯვებული: ნინო ნარიმანიშვილი (ჯემნიუსი);

საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში — გამარჯვებული: ანი არველაძე (გადაცემა დროება, ტელეკომპანია ფორმულა);

საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამარჯვებული: ნინო რამიშვილი (სტუდია მონიტორი);

საუკეთესო ბლოგი, საავტორო სტატია, სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში გამარჯვებული: ბესიკ პაპასქუა (ინდიგო);

საუკეთესო ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში — გამარჯვებული: თორნიკე მეტრეველი (ინდიგო);

ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო —გამარჯვებული: დინა ოგანოვა (პროექტი 64);

საუკეთესო სტუდენტური ნაშრომი ბეჭდურ, სამაუწყებლო ან ონლაინ მედიაში — გამარჯვებული: ქრისტინე გოგალაძე (ინდიგო);

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის EUMM სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში — გამარჯვებული: ლელა კუნჭულია (რადიო თავისუფლება);

ჯილდო: პირველ 7 კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული, დაახლოებით, 5 200 ლარს მიიღებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიზის მფლობელი ერთთვიან სტაჟირებას ლონდონში, "ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტში" გაივლის.