ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსმა აქტივობა სახელწოდებით "ერთი დღე, როგორც ვებსტერის სტუდენტი" განახორციელა.

აქტივობის ფარგლებში, უნივერსიტეტის პროფესორებმა იოჰან ვან როენმა და ჯოსეფ სერნიკმა ჩაატარეს ლექცია "შესავლები ბიზნესში" ხოლო შემდეგ მიიღეს მონაწილეობა საინტერესო სიმულაციურ თამაშში, სადაც ლექციაზე მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, კომპანიის დაარსების ქეისი განიხილეს. ეს მოიცავდა რამდენიმე პოტენციურ სცენარზე საუბარს და იმის დადგენას, რა მუშაობს კარგად და რა — არა.

ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს ფილიალი 2022 წელს გაიხსნა. კამპუსი აღჭურვილია თანამედროვე და მრავალფეროვანი რესურსით, როგორც ბეჭდურ, ასევე ციფრულ ფორმატში.

უნივერსიტეტში ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მიიღო ხარისხიანი, ამერიკული განათლება ქვეყნის დატოვების გარეშე. ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა შედარებით მცირეა, შესაბამისად, სწავლის პროცესიც უფრო ხარისხიანი და ეფექტური.

თუ დაინტერესებული ხარ საზღვარგარეთ სწავლით, ვებსტერ საქართველო გთავაზობს სწავლის გაგრძელებას ვებსტერის 50 კამპუსიდან ერთ-ერთში, საქართველოს კამპუსში გამოცხადებული ფასით.

ფოტო: Webster Georgia

უნივერსიტეტს ჰყავს მრავალი, მსოფლიო მასშტაბით ცნობილი და წარმატებული კურსდამთავრებული.

სასწავლო პროგრამები ვებსტერის უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსში:

  • საბაკალავრო საფეხური:
  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • მედია კომუნიკაციები
  • საერთაშორისო ურთიერთობები

სამაგისტრო საფეხური:

  • ბიზნესის ადმინისტრირება
  • საერთაშორისო ურთიერთობები

განათლების ცენტრი LEAF მჭიდროდ თანამშრომლობს ვებსტერის უნივერსიტეტთან და სურვილის შემთხვევაში, სრულიად უფასოდ დაგეხმარება სააპლიკაციო პროცესში.

LEAF უკვე მე-14 წელია ეხმარება ქართველ აპლიკანტებს. ცენტრის ასობით სტუდენტს აქვს მოპოვებული სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება უცხოურ უნივერსიტეტებში, როგორიცაა Columbia University, Yale University, Harvard University, New York University, Oxford University, Hult University.

დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდი ნომერზე — 032 294 61 74