ნინო ნადირაძე

3 Feb. 2023, 14:55

სააკაშვილი არის VIP პაციენტი და ჩვენ ასევ ვთქვათ, რომ ავიცილოთ ნებისმიერი დარტყმა და თავდასხმა, მზად ვართ ყველაფრისთვის. უხმოდ, მორჩილებაში ვართ. ჩვენც მასთან ერთად ვიხდით სასჯელს. რომ ავუხსენით [სააკაშვილს] რომ იქ [რეანიმაციაში] არის ასეთი მოწყობა, რომ იქ ვერ შევა ადვოკატი, ვერ შევა დედა, ვერ შევა მნახველი, იქ შეხედავს იქ ჭეშმარიტად მძიმე პაციენტებს, [...] მერე უცებ გადაიფიქრა. არარეანიმაციული პაციენტის რეანიმაციაში ყოფნა ფსიქოლოგიურად არის დამანგრეველი. მე მის ფსიქიკას ძალიან ვუფრთხილდები. მისთვის წამყვანი დიაგნოზი არის სასჯელაღსრულების სისტემაში ყოფნა, ის ვერ ეგუება, არ შეუძლია.

განაცხადა კლინიკა ვივამედის გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე. ნადირაძე პენიტენციური სამსახურის შუამდგომლობით პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა, სადაც ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა. საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტის ადვოკატის შუამდგომლობით მორიგი სასამართლო პროცესი იმართება, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელისგან განთავისუფლების ან სასჯელის შემდგომი გადავადების თაობაზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ