ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პირველ თებერვალს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო და თქვა, რომ ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალება.

  • ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ცენტრ ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი"
  • სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თხოვნით საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის პრეზიდენტმა, საგარეო უწყებამ და ომბუდსმენმა არაერთხელ მიმართეს.

დეტალები: მათი თქმით, აშშ-ის დიპლომატიური უწყება ყურადღებით აკვირდება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას.

  • აღნიშნავენ, რომ სააკაშვილის მიმართ საჭირო სამედიცინო დახმარების გაწევით, სამართლიანი და ღირსეული მოპყრობა, მთავრობის პასუხისმგებლობაა.
  • "საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბატონი სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული და მას მიეცეს საჭირო სამედიცინო დახმარება".