ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ამერიკის ხმასთან ინტერვიუში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რამდენიმე კვირის წინ სანქციებთან დაკავშირებით არსებული პოზიციისთვის საქართველო შეაქო და ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენაზე ისაუბრა.

  • ქართულ ოცნებაში თქვეს, რომ თუ რუსეთთან ფრენები აღდგენა, ეს მისასალმებელი იქნება.
  • უკრაინის საგარეომ კი ლავროვისა და კობახიძის განცხადებებს თბილისსა და მოსკოვს შორის რევერანსების გაცვლა უწოდა.

დეტალები: მისი თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომელიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურება.

  • სახელმწიფო დეპარტამენტში მიუთითებენ, რომ ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, აშშ, რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას კრძალავს.
  • "შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებში კომპანიები, შესაძლოა, სანქციების სამიზნე გახდნენ, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს".
  • აშშ-ის დიპლომატიური უწყების განცხადებით, "მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს — ახლა რუსეთთან ჩართულობის გაზრდის დრო არ არის".