ამის შესახებ ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ TV პირველზე, გადაცემა რეაქციაში ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნიკა მელიას განცხადებით, ტელეკომპანია ფორმულას დამფუძნებელი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი ცდილობს, ერთი მხრივ, დაეპატრონოს პოლიტიკურ პარტიებს, მეორე მხრივ კი — მედიასაშუალებებს.

  • მისივე თქმით, ამ გზით კეზერაშვილი იზრდის გავლენას, რომელიც ხალხის საკეთილდღეოდ "არ დახურდავდება".

დეტალები: არათანმიმდევრული, არაპროგნოზირებადი, ვინც მხოლოდ ბიზნეს ინტერესებს ითვალისწინებს, ჩრდილშია და ისე მართავს, — ასე დაახასიათა მელიამ ბიზნესმენი.

  • ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ის არის კარგად ინფორმირებული ადამიანი და ზუსტად იცის, რომ კეზერაშვილი მედიასაშუალებების დაპატრონებას ცდილობს.
  • "მე არათუ მაფიქრებინებს, დადასტურებულად ვიცი, ამ ადამიანს აქვს მცდელობა, გაიზარდოს გავლენა, რომელიც მერე რაში დახურდავდება და ეჭვი მაქვს, არ დახურდავდება ხალხის საკეთილდღეოდ, არავინ არ ვიცით", — თქვა მან.