ხუთშაბათს, პალესტინის სარაკეტო სროლის საპასუხოდ ისრაელის ავიაციამ ღაზას დაარტყა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქვეყნებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც პალესტინელმა შეიარაღებულმა კაცმა იერუსალიმის გარეუბანში სინაგოგასთან შვიდი ადამიანი მოკლა, ხოლო დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის რეიდის შედეგად 10 პალესტინელი, მათ შორის რვა მებრძოლი დაიღუპა.

  • ბოლო ათწლეულის განმავლობაში, შარშანდელი წელი ყველაზე მომაკვდინებელი იყო ისრაელისა და პალესტინის კონფლიქტში.

დეტალები: ძლიერმა აფეთქებებმა ღაზაში შენობები შეარყია, ხოლო ისრაელის ქალაქებსა და სოფლებში სარაკეტო თავდასხმის მაუწყებელი სირენების ხმა ისმოდა.

  • არ გავრცელებულა ცნობები მსხვერპლის შესახებ.
  • აშშ მხარეებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს და ვარაუდობს, რომ ამ ეტაპისთვის უფრო დიდი ესკალაციის საფრთხე არ არსებობს.
  • ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა განაცხადა, რომ ისრაელი, რომელიც გადასახადებს აგროვებს პალესტინის ხელისუფლების სახელით, 100 მილიონ შეკელს ($29 მილიონი) პალესტინელი ბოევიკების თავდასხმების მსხვერპლთა კომპენსაციისთვის გამოიყენებს.
  • არცერთ პალესტინელ დაჯგუფებას არ აუღია პასუხისმგებლობა ოთხშაბათს რაკეტის გასროლაზე.

ამასთანავე, ღაზაში აქტივისტებმა აქცია გამართეს ისრაელის მიერ დაკავებული ქალების მხარდასაჭერად, მას შემდეგ რაც ულტრამემარჯვენე ეროვნული უშიშროების მინისტრმა, იტამარ ბენ-გვირმა, განაცხადა,რომ აპირებს პალესტინელი პატიმრებისთვის პირობების გამკაცრებას.

  • ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუშირ ალ-მასრიმ Reuters-ს განუცხდა, რომ ბენ გვირის ბოლო გადაწყვეტილებები ცეცხლზე ნავთის დასხმაა.