გადაწყვეტილება მოსამართლემ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნიკო კვარაცხელია 2021 წლის 15 სექტემბერს, ვერაზე დაჭრეს, ის საავადმყოფოში იმავე დღეს გარდაიცვალა.

  • კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულები კი პოლიციამ თბილისში, წყნეთში 7 ოქტომბერს დააკავა.
  • სასამართლოზე მკვლელობაში ბრალდებულმა განზრახ მკვლელობა აღიარა, თუმცა ის თავს დამნაშავედ ნაწილობრივ მიიჩნევდა.
  • 2022 წლის 23 თებერვალს შსს-მ საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა და საქმე ჯგუფურად დანაშაულის მუხლით აღიძრა.
  • რაშიც საქალაქო სასამართლომ ორ ბრალდებულს, აკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს 17 და 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, რაც დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

დეტალები: დაცვის მხარის გასაჩივრების ძირითადი მოტივი და აპელირება იყო იმაზე, რომ ეს არ იყო ჯგუფური დანაშაული და არც იარაღის ჯგუფურად ტარებას ჰქონია ადგილი.

  • თუმცა სასამართლომ ბრალდებულები ამჯერადაც ორივე ნაწილში დამნაშავედ ცნო.