ოფიციალური განცხადება საგარეო უწყებამ დღეს გამოაქვეყნა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ მის სამკურნალოდ გადაყვანას ითხოვენ.

დეტალები: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, გადასცენ სააკაშვილი და არ ითამაშონ ადამიანის სიცოცხლით, პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო.

  • "ასევე, მივმართავთ უცხოეთის მთავრობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, პოლიტიკური რეპრესიების გამო", — ნათქვამია განცხადებაში.