ცოტა ხნის წინ 2023 წლის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის წევრები დასახელდნენ, რომელთა შორისაც ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილიც აღმოჩნდა.

დეა ფესტივალის ერთ-ერთი პროგრამის, Encounters-ის ჟიურის 3 წევრს შორის მოხვდა. Encounters-ის ჟიურის სხვა წევრები პაოლო მორეტი და Dogtooth-ის მსახიობი ანჯელიკი პაპულია არიან.

Encounters ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია — მისი მიზანია, მხარი დაუჭიროს დამოუკიდებელ და ინოვაციურ რეჟისორებს და საზოგადოებას გააცნოს ისეთი ფილმები, რომლებიც თხრობის განსხვავებულ ხერხებს გვთავაზობენ.

დეა კულუმბეგაშვილს საქართველოსა და მსოფლიოში ფილმით დასაწყისი (Beginning) იცნობენ, რომელმაც რეჟისორს არაერთი საერთაშორისო ჯილდო და აღიარება მოუტანა.

რიგით 73-ე ბერლინალე 16 თებერვალს დაიწყება და 26 თებერვალს დასრულდება.

ამავე თემაზე:

ცვლილებების დასაწყისი