ქართული ოცნების დეპუტატი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ, პირველ თებერვალს ზელენსკიმ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა და მედიას სასამართლოდან მისი ფოტოები ანახა.

  • უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს კლავს და მათ ევროპული სტანდარტებით ნაკისრი ვალდებულებების გახსენებისა და ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.

დეტალები: სარჯველაძის თქმით, არ იცის "რამდენად პრიორიტეტულია ეს საკითხი ზელენსკისთვის", მაგრამ მისი გაცხადება არ იყო "სწორი და მართებული შეფასება".

  • როგორც ის ამბობს, არ იცის, ევროპელი პოლიტიკოსები რაზე დაყრდნობით საუბრობენ იმაზე, რომ სააკაშვილის წამებას აქვს ადგილი, თუმცა, ამტკიცებს, რომ ამას ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.
  • "ვშიშობ, შეიძლება ადგილი ჰქონდეს არასწორ ინფორმაციას, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მიკერძოებულ დასკვნებს, მაგრამ ფაქტია, რომ არავითარ წამებას არ აქვს ადგილი, ადამიანი დაკავებულია თვითდაზიანებით", — თქვა სარჯველაძემ.