კადრები ადგილიდან მედიებმა გაავრცელეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოში საბჭოთა და ფაშისტური იდეოლოგიების მატარებელი სიმბოლიკების, საკულტო ნაგებობების, ძეგლების, მონუმენტების, წარწერების განთავსება იკრძალება.

  • ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სტალინის გამოსახულება გამოჩნდა. გასული წელს გორის სოფელ ვარიანში ადგილობრივებმა, როგორც ამბობდნენ, კერძო საკუთრებაში მისი ძეგლი აღმართეს.

დეტალები: როგორც ამერიკის ხმასთან ქართული ოცნებიდან გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა, თამარ მურალოვამ თქვა, ვარაუდობს, რომ ტერიტორია, სადაც სტალინის ბანერი დადგეს, კერძო პირს ეკუთვნის.

  • "კერძო პირის სივრცეში, არ ვიცი, ჩვენ რამდენად გვაქვს უფლება, რომ შევიჭრათ და ეს დავუშალოთ. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, არ გვაქვს ამის უფლება".
  • On.ge გორის მერიასთან ცდილობს დაკავშირებას, პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.