ამის შესახებ NDI-ის ახალ კვლევაში ვკითხულობთ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის თანახმად, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები 8-10 პროცენტით შემცირდა.

  • ამასთან, პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში.
  • რაც შეეხება პრეზიდენტს, მის საქმიანობის უარყოფითი შემფასებლების რიცხვი შედარებით დაბალია ოპოზიციის მხარდამჭერებში.

დეტალები: კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას დადებითად 14%, ხოლო საშუალოდ 45% აფასებს.

  • პრემიერის საქმიანობა კარგად 31%-მა შეაფასა, საშუალოდ კი — 36-მა.
  • რაც შეეხება პარლამენტს, ამ ინსტიტუტის საქმიანობა კარგი გამოკითხულთა 12%-სთვისაა, ხოლო საშუალო 50%-სთვის.

ფოტო: NDI

მეთოდოლოგია: კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC საქართველოს მიერ და დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

  • საველე სამუშაოების პერიოდი 2022 წლის 3-20 დეკემბერი იყო, რა დროსაც პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 2 519 დასრულებული ინტერვიუ ჩატარდა.
    წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) განხორციელდა.
  • საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%, თუმცა ის იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.