შესაბამისი რეზოლუცია გუშინ, პირველ თებერვალს მიიღეს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მასობრივმა შიმშილმა, ჰოლოდომორმა (Голодомор, შიმშილით სიკვდილი) 1932-33 წლებში 2 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

  • შიმშილობა გამოწვეული იყო საბჭოთა პოლიტიკით, რომელმაც კერძო მეურნეები იძულებით გააწევრიანა კოლექტიურ მეურნეობებში. არსებობს მოსაზრება, რომ ჰოლოდომორი ხელოვნურად იყო გამოწვეული უკრაინული ნაციონალიზმის ჩასახშობად.
  • უკრაინის უმაღლესმა რადამ ჰოლოდომორი უკრაინელი ხალის გენოციდად 2006 წელს აღიარა. 2008-2010 წლებში ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ ჰოლოდომორი კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნია.
  • ჰოლოდომორი არაერთ ქვეყანას აქვს აღიარებული, როგორც უკრაინელი ხალხის გენოციდი, მათ შორის, საქართველოს, აშშ-ს, კანადას, გერმანიას და სხვა.

დეტალები: გადაწყვეტილებას 134 მომხრე და 25 მოწინააღმდეგე ჰყავდა.

  • უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდომირ ზელენსკი რეზოლუციის მიღებას Twitter-ზე გამოეხმაურა ბულგარეთის პარლამენტს მადლობა გადაუხადა.
  • დაწერა, რომ ეს სოლიდარობის ჟესტი ყოველთვის ემახსოვრებათ უკრაინაში.