ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში, საჯარო ავტობუსებში, მოწევის და დანაგვიანების ამკრძალავ ნიშნებს გვერდით, გაშლილი ფეხებით ჯდომის ასაკრძალად ახალი ნიშანი გამოჩნდა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ესპანეთის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, აღნიშნული ნიშნები ყველა ავტობუსში განთავსდება, რომლის საშუალებითაც კაცებს სთხოვენ, მათთვის განკუთვნილი მხოლოდ ერთი ადგილი დაიკავონ.

მენსფრედინგის შესახებ, შესაძლოა, აქამდე არ გსმენიათ, მაგრამ მინიმუმ ერთხელ მაინც გექნებათ გამოცდილი. ტერმინი გაშლილი ფეხებით ჯდომის მანერით კაცების მხრიდან სხვა ადამიანების პირადი სივრცის შეზღუდვას გულისხმობს.

ახალი ნიშანი გამოხატავს კაცის კარიკატურას, რომელიც გაშლილი ფეხებით ზის მეტროს სკამზე, დიდი X-ის ნიშანი კი ქცევის მიუღებლობას გამოხატავს.

"ახალი ნიშანის ფუქნციაა შეახსენოს ადამიანებს, რომ ისინი ცივილურად უნდა მოიქცნენ და ავტობუსებში სხვების პირად სივრცეს პატივი უნდა სცენ" - აცხადებს მადრიდის მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანია.

სატრანსპორტო კომპანიამ სიახლე ქალების უფლებების დამცველი ჯგუფების მიერ ჩატარებული კამპანიის შემდეგ შემოიღო. კამპანიას თან ახლდა ჰეშთეგი #MadridWithoutManspreading (მადრიდი მენსფრედინგის გარეშე).