იუსტიციის მინისტრმა ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, პირველ თებერვალს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო და თქვა, რომ ერთადერთი, რასაც ითხოვს, ადეკვატური მკურნალობის საშუალება.

  • ბოლო დღეებია ვრცელდება ინფორმაცია, რომ სააკაშვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს, რასაც ბრეგაძემ სიყალბე უწოდა და აღნიშნა, რომ ამის "ობიექტური მიზეზი არ არსებობს".
  • ბრეგაძემ აღნიშნა, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, ექიმების და არა პოლიტიკოსების შეფასებები.

დეტალები: იუსტიციის მინისტრის განცხადებით, სააკაშვილს პარენტერალური კვება შესთავაზეს, რაზეც მან უარი თქვა.

  • როგორც ბრეგაძე აღნიშნავს, ექსპრეზიდენტი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
  • ისაუბრა, რომ პარენტერალური კვება შესაძლებელია მისივე პალატაში, თუმცა უარის გამო, ეს ვერ ხერხდება.
  • "ულტიმატუმი და თვითდაზიანების მუქარა ჩვენთვის და მთელი საზოგადოებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი", — აცხადებს ბრეგაძე.

რატი ბრეგაძე ამტკიცებს, რომ სააკაშვილის ქმედებები თვითდამაზიანებელია და ამბობს, რომ ვერანაირად ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე.

  • "შიმშილი, ზრდასრულისთვის არასაკმარისი კალორაჟის საკვების მიღება, ექსპერტიზის ჩატარებისთვის აუცილებელი ნიმუშების არჩატარება, მედიკამენტების შერჩევით მიღება, სამედიცინო პერსონალისთვის გამუდმებული მუქარა და სრულსაყოფად და ამ ყველაფრის პირდაპირი და ირიბი ფორმით წახალისება, ვერ ჩაითვლება, იმ პირთა ქმედებად, რომელიც დაინტერესებულები შეიძლება იყვნენ პატიმრის ჯანმრთელობით";
  • "პირიქით მოვლენათა განვითარების მთელი ეს ჯაჭვი, მიზნად ისახავს მდგომარეობის გაუარესებას და ამ გზით სასჯელისგან თავის დაღწევას".