ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე გადაწყვეტილებას დაბალი ფასით ხსნის.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საუბარია 50 მილიონ ევრომდე ღირებულების ვაგონებზე, რომლებიც მერიამ რუსული კომპანიისგან, მეტროვაგონმაშისგან უნდა მიიღოს.

  • ტენდერი თავდაპირველად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD-მა) შეაჩერა, რომელიც თბილისის მეტროს განახლების პროექტს ახორციელებს, თუმცა ხმალაძე ამბობს, რომ ბანკთან შეთანხმებით ხელშეკრულებაში ცვლილებები შევიდა და რუსულ კომპანიასთან კონტრაქტი ამოქმედდა.

დეტალები: თბილისის მერის მოადგილე ირწმუნება, რომ ასეთ დაბალ ფასად სხვა მომწოდებლისგან ვაგონების შეძენას ვერ შეძლებდნენ და შეცვლილ ხელშეკრულებაში ქართული მხარის ფინანსური რისკები მაქსიმალურად დაზღვეულია.

  • "პირდაპირ გეტყვით, დაახლოებით, 30-35%-ით აუცილებლად ძვირდებოდა სხვა მომწოდებლის შემთხვევაში. ვეცადეთ, არსებულ მომწოდებელთან დაგვესრულებინა მოლაპარაკებები ისე, რომ ქართული მხარის ფინანსური ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად დაზღვეული. ამ პირობებს მივაღწიეთ".
  • ვიცემერი ამბობს, რომ კომპანიას თანხას მხოლოდ მას შემდეგ გადაუხდიან, როცა შესყიდულ ვაგონებს მიიღებენ.
  • მისივე ინფორმაციით, ხელშეკრულების ყველა პუნქტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან შეთანხმებულია.
  • "შეთანხმდა ყოველი ეტაპი და თითოეული პუნქტი ამ ცვლილების, რომელიც ხელშეკრულებაში შევიდა. ამის შემდეგ მოხდა ამ ცვლილებების ხელმოწერა და ამოქმედდა. კონტრაქტით დაიწყება უკვე ამ ვაგონების დამზადება და ვიმედოვნებ, გათვალისწინებულ ვადებში მოხდება ვაგონების მუნიციპალიტეტისთვის მოწოდება".