HBO-ს იტალიური სერიალი, ჩემი არაჩვეულებრივი მეგობარი, ორი საოცარი ინტელექტის მქონე გოგოს მეგობრობას გვიჩვენებს ბავშვობიდან ხანდაზმულ ასაკამდე. ლილა და ელენა ნეაპოლის ღარიბ უბანში იზრდებიან 1950-იან წლებში, სადაც ყოველი დღე ძალადობით, სექსიზმითა და მიზოგინიითაა სავსე. გოგოების გულწრფელი მეგობრობა პირველად მაშინ განიცდის გარდატეხას, როცა ელენას ოჯახი სწავლის გაგრძელების უფლებას აძლევს დაწყებითი კლასების შემდეგ, ლილას — კი არა.

ფოტო: HBO

ამის შემდეგ მათი გზა იყოფა და თუმცა კიდევ დიდხანს ინარჩუნებენ ბავშვობის მეგობრების სტატუსს, მათ ურთიერთობაში ფარული ქიშპი და შური იპარება; გმირებს შორის დაძაბულობა კი კიდევ უფრო საინტერესოსა და დრამატულს ხდის სერიალს.

ფოტო: HB

ელენა ფერანტეს წიგნების მიხედვით გადაღებული შოუს სამივე სეზონმა უკვე შეძლო მაყურებლის მოჯადოება, ახლა კი მე-4 და საბოლოო სეზონი ახალი მსახიობებით გვიბრუნდება, რომლებიც ლილასა და ელენას განასახიერებენ, კერძოდ, ლილას როლში — ირენე მაიორინოს ვიხილავთ, ხოლო ელენას როლში — ალბა რორვაკერს.

ფოტო: HBO