თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი პრეზიდენტის სასამართლო პროცესი იმართება, სადაც სასჯელის გადავადებას ან გათავისუფლებას განიხილავენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროცესზე სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი, ექიმი თენგიზ წულაძე დაიკითხა.

  • მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფია, რომელსაც აქვს ადაპტაციური აშლილობა, რასაც მოჰყვა ანორექსია და ყველაფერი ჯაჭვურად გამოიწვია.
  • მისივე განმარტებით, მრავალჯერადი გასინჯვის შედეგად, რომელის შედეგადაც დგინდება დემენცია, სააკაშვილმა 26 ქულიდან 14 მოაგროვა, რიგ გამოც ჩათვალა, რომ აქვს დიფერენცირებული დემენცია.
  • კითხვაზე, არ თუ ვერ ჭამს სააკაშვილი, ექიმმა უპასუხა, რომ თავიდან, როცა შიმშილობა დაიწყო, ალბათ, არ ჭამდა, ახლა კი ვეღარ ჭამს.

დეტალები: წულაძის თქმით, ექიმებმა შეაფასეს წონა და შეადარეს სხვა მონაცემებს, რის შედეგადაც აღმოაჩინეს, რომ წონაში ძალიან სწრაფად დაიკლო.

  • "ასეთი სწრაფი წონაში კლების ახსნა ვერაფრით შევძელით, გარდა კახექსიისა. ამიტომაც გამოვიტანეთ დიაგნოზი კახექსია".
  • მისი თქმით, ამ დროს აღსანიშნავი იყო ანემიაც, სისხლნაკლებობა, რომელიც ღრმავდებოდა და შესაძლებელია, ანორექსიასთან იყოს დაკავშირებული.
  • "მაგრამ რამდენადაც ვიცი, რკინის პრეპარატებს იღებს. წესით, ასეთ დონეზე ჩემი აზრით, არ უნდა ჰქონოდა. მერე იყო ცხელებაც", — თქვა წულაძემ.
  • განაცხადა ისიც, რომ ცხელება, წონისა და კუნთის მასის კლება საკმარისი სადიაგნოსტიკო კრიტერიუმია კახექსიისთვის.
  • მისივე განმარტებით, სააკაშვილს ახასიათებდა წნევის ვარდნა წამოდგომისას, წონასწორობის დაკარგვა, ვიბრაციული მგრძნობელობის დაქვეითება.
  • "ყველა გასინჯვაში ფიგურირებდა ეს სიმპტომი და ჩავთვალეთ, რომ ეს ნამდვილადაა მყარი სიმპტომი".

გარდა ამისა, ექიმი ამბობს, რომ გაუარესებულია სააკაშვილის პოსტტრავმული მდგომარეობა.

  • "ჩემი აზრით, წონაში კლება ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ფაქტორებიც ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც, საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მძიმე შედეგი მოჰყვეს", — თქვა წულაძემ.
  • განმარტა, რომ თუ პაციენტის სხეულის მასის ინდექსი 14-ზე დაბლა ჩამოვა, ადამიანი მოკვდება, მეტს ვეღარ გაუძლებს.
  • ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძის სხდომაზე თქვა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მაისის ინდექსი ამ მომენტში 18 არის.