რა უთხრა სააკაშვილმა სასამართლოს და რას ამბობდა მოსამართლე
ექსპრეზიდენტი სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩაერთო. მოსამართლემ მას თავდაპირველად მოწმისთვის კითხვების დასმა შესთავაზა, თუმცა სააკაშვილმა მიმართვის უფლება ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.
რატომ არის მნიშვნელოვანი: უკვე რამდენიმე თვეა ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრები, ექიმები და ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობენ და საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და სასჯელის გადავადებას ითხოვენ.
- სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ემპათიის დასკვნაში ნათქვამია, რომ "მოსალოდნელია კომა და სიკვდილი".
- ამერიკელი ნევროლოგი კი აცხადებს, რომ სერიოზული დაავადებები ხელისშემშლელი ფაქტორია სასჯელის მოხდისთვის.
- სასამართლო დღევანდელ პროცესზე სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმეზე მსჯელობს.
რა თქვა სააკაშვილმა: "მე საქართველოს მივეცი მთელი ჩემი ცოდნა და... მე საქართველოს მივეცი ჩემი ჯანმრთელობა და ერთადერთი, რასაც ვითხოვ, მომეცეს ადეკვატური მკურნალობის საშუალება", — ამ ფრაზით დაიწყო საუბარი ექსპრეზიდენტმა, თუმცა სრულად ციტირება ვერ ხერხდება, რადგან სააკაშვილს საუბარი უჭირდა და სხდომაზე ხმაც ხარვეზით მოდიოდა.
- მალევე სააკაშვილმა საუბრის უკრაინულად გაგრძელების უფლება ითხოვა და აღნიშნა, რომ უკრაინის გამარჯვებაში დარწმუნებულია.
- "თუ ვერ ვიცოცხლე უკრაინის გამარჯვებამდე, რომელიც ძალიან ახლოსაა, ჩემი გული უნდა იყოს დამარხული კიევში, ის ეკუთვნის უკრაინას... დიდება უკრაინას, სიკვდილი ჩვენს მტერს", — თქვა მან.
- სააკაშვილის განცხადებით, ამაყობს რომ უკრაინელი ხალხით ყველა აღფრთოვანებულია და ქვეყნის პრეზიდენტი ზელენსკია.
- ასევე, აღნიშნა, რომ მადლობელია პრეზიდენტის ოფისისა და ყველა უკრაინელის მის მიმართ გამოხატული ყურადღებისთვის.
ჯანმრთელობის მდგომარეობა: ექსპრეზიდენტის განცხადებით, მის მიმართ განხორციელდა წამება და ის მოწამლული იყო.
- საუბრის დასასრულს სააკაშვილმა სასამართლოზე დამსწრეებს საკუთარი ფიზიკური მდგომარეობა აჩვენა და ბოდიში მოიხადა.
- "კარგით, გასაგებია, დაბრძანდით, დაბრძანდით", — ეუბნებოდა მას მოსამართლე არევაძე რის შემდეგაც ჩანს, რომ ვიდეოზარის ფანჯარა ჩაკეცეს, რამდენიმე წამში კი დისტანციურად ჩართვა შეწყდა.
- "ბატონო მიხეილ, აღარ ჩანხართ, დაბრძანდით და ჩაიცვით ტანზე", — ამ სიტყვებით მიმართა მოსამართლემ სააკაშვილს.
რითი დაინტერესდა მოსამართლე: როგორც არევაძე ამბობდა, მისთვის ცნობილა, რომ სააკაშვილს საკვებსა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა აქვთ და ექსპრეზიდენტს სთხოვდა ეთქვა, ასეა თუ არა.
- "ანუ, საჭმელს გაწვდიან თუ არა, ეს მაინტერესებს", — დააზუსტა მან.
- რის შემდეგაც არევაძეს დარბაზიდან შეახსენეს, რომ სააკაშვილს საჭმელს პენიტენციური არ აწვდის.
- "ხო, ოჯახის წევრები", — ამ რეპლიკით შეცვალა მან კითხვა, რაზეც სააკაშვილისგან მიიღო პასუხი — კი.
- მოგვიანებით მოსამართლემ თქვა, რომ "მიმართვის ემოციური ნაწილი, ბუნებრივია, ყველა ადამიანზე მოქმედებს", რის შემდეგაც ექსპრეზიდენტის ჰკითხა, შეუძლია თუ არა "საკუთარ თავს ძალა დაატანოს და უფრო მეტი მობილიზება მოახდინოს საკუთარი ჯანმრთელობის, თუნდაც კვებასთან და პრეპარატებთან დაკავშირებით".
-
გადახედვაკვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ კვლევის თანახმად, მელიები ადამიანების "საუკეთესო მეგობრები" იყვნენ
-
გადახედვალაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო ლაზარეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია — მის მოსამზადებლად, მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო
-
გადახედვალავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია" ლავროვი ოცნების რუსულ კანონზე ამბობს, რომ "ძალიან რბილია"
-
გადახედვადეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე დეა მელაძე: არა რუსულ კანონს! გელით რუსთაველზე
-
გადახედვავახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება ვახტანგ გომელაური: აქციის მონაწილეები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციას, ამის შემდეგ მოხდა დაპირისპირება
-
გადახედვარა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
-
გადახედვაახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება ახალგაზრდების ორგანიზებით, პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღეს 19 საათზე იგეგმება
-
-
გადახედვატაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს ტაბიძეზე მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინეს
-
გადახედვარატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები რატომ გაუჩინარდნენ ევროპის მონადირე-შემგროვებლები
-
გადახედვაპარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა პარლამენტში გომელაურის მოსმენისას ხმაური იყო — პაპუაშვილმა სალომე სამადაშვილს დარბაზი დაატოვებინა
-
გადახედვამოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით მოუსმინეთ: ტეილორ სვიფტმა ახალი "ორმაგი" ალბომი გამოუშვა 31 სიმღერით
-
გადახედვაევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ, არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება — რას ამბობს ოპოზიცია ოფშორების კანონზე
-
გადახედვაპარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა პარლამენტმა ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი დაამტკიცა
-
გადახედვავენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს ვენერას ატმოსფეროდან კოსმოსში ნახშირბადი და ჟანგბადი ჟონავს
-
გადახედვაDRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს DRI-ის შეფასებით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, ყველა დაკავებულზე ფიზიკურად იძალადეს
-
გადახედვაOldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ Oldboy-ის მიხედვით ინგლისურენოვან სერიალს გადაიღებენ
-
გადახედვა"გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი "გერმანიის ელჩმა კანცლერის ციტირება სწორად მოახდინა, ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება აგენტების კანონს — როთი
-
გადახედვაპროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა პროკურატურის თანამშრომლის სახელის გამოყენებით, თანხის გამოძალვის ფაქტზე, ორ პირს პატიმრობა მიესაჯა
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
კომენტარები