ალტე უნივერსიტეტი და აბიტურიენტების კლუბი წარმოგიდგენთ საჯარო ლექციების სერიას — ის, ვინც გიზიარებს.

სერია აერთიანებს შეხვედრებს ისეთ ადამიანებთან, რომელთაც თავიანთი საქმიანობის სფეროებში წამყვანი ადგილები უჭირავთ და მათი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე სტუდენტებისთვის. თემურ ჭყონია, ვახტანგ ბუცხრიკიძე, ამირან გამყრელიძე — ეს იმ 3 შეხვედრის სპიკერთა სიაა, რომელთა საჯარო ლექციებიც ალტე უნივერსიტეტმა უკვე დააანონსა.

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ საჯარო ლექციების სერიის პირველი შეხვედრა, სწორედ გუშინ, 31 იანვარს, ალტე უნივერსიტეტის კამპუსში გაიმართა. ნიკოლოზ გამყრელიძემ, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ისაუბრა თანამედროვე მენეჯმენტის გამოწვევებსა და კრიზისულ კომუნიკაციაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობას იღებდნენ აბიტურიენტები, სტუდენტები და შეხვედრის თემით დაინტერესებული პირები.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

ალტე უნივერსიტეტისა და აბიტურიენტების კლუბის მიერ დაანონსებულ საჯარო ლექციებზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია და ესტუმროთ ალტე უნივერსიტეტის კამპუსს.

დაგეგმილი საჯარო ლექციების განრიგი

დასაქმების ბაზრის ტრენდები — ახალი თაობა: შესაძლებლობები და გამოწვევები

2 თებერვალი, 17:00 სთ.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტ

გაიგე მეტი შეხვედრის შესახებ ამ ბმულიდან

გაბედული ნაბიჯები და წარმატება

8 თებერვალი, 16:00 სთ.

ფოტო: ალტე უნივერსიტეტი

გაიგე მეტი შეხვედრის შესახებ ამ ბმულიდან

გლობალური ჯანმრთელობის ძირითადი გამოწვევები 21-ე საუკუნეში

10 თებერვალი, 17:00 სთ.

ფოტო: ალტე უნივერსიტე

გაიგე მეტი შეხვედრის შესახებ ამ ბმულიდან

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვწერე.