ვიდეო მიმართვას ტელეგრამზე NewsBox24 ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საერთაშორისო მედიებში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია რუსულ ჯარებში არსებული ანტისანიტარიასა და მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ.

  • უკრაინის დაზვერვის სამსახურის ცნობით, დონეცკის ოლქში ცუდი სანიტარული პირობების გამო რუს ჯარისკაცებსა და ვაგნერ ჯგუფის წევრებს შორის სახიფათო ინფექციები ვრცელდება.

დეტალები: ამჯერად, უსურიისკიდან მობილიზებულების ცოლები და დედები ჩივიან, რომ ჰიგიენური საშუალებების უქონლობის გამო ბევრ ჯარისკაცს ტილები და ტკიპა შეეყარა.

  • ეს პრობლემა გუბერნატორის დახმარებით ვერ მოგვარდა, რადგან ადგილობრივები მასთან კომუნიკაციას ვერ ახერხებენ.
  • მობილიზებულთა ნათესავების განცხადებით, ბარათზე შემწეობის სახით 190 000 რუბლს შეუფერხებლად იღებენ, თუმცა, ამ თანხების დიდ ნაწილს ფრონტზე ქმრების მოვლაზე ხარჯავენ.