ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალი შტაბი დღევანდელ მოხსენებაში წერს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საერთაშორისო მედიებში პერიოდულად ვრცელდება ინფორმაცია რუსულ ჯარებში არსებული ანტისანიტარიასა და მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ.

  • აშშ-მ ვაგნერი, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა რუსეთის შეჭრაში უკრაინაში, მნიშვნელოვან ტრანსნაციონალურ კრიმინალურ ორგანიზაციად დაასახელა.
  • რუსეთის არაფორმალური სამხედრო გაერთიანება ბრალდებულია ადამიანების მასობრივ წამებასა და მკვლელობაში, და ასევე ჯგუფის წევრების მიმართ სასტიკი მეთოდების გამოყენებაში.

დეტალები: უკრაინის დაზვერვის სამსახურის ცნობით, დონეცკის ოლქში სახიფათო ინფექციების შემთხვევები რუს ჯარისკაცებსა და ვაგნერ ჯგუფის წევრებს შორისაა გავრცელებული.

  • მათი ინფორმაციით, შემთხვევების მნიშვნელოვანი ზრდა ცუდმა სანიტარულმა და ჰიგიენურმა პირობებმა გამოიწვია.
  • ასევე, ტელეგრამ არხზე ვრცელდება ვიდეო, სადაც უსურიისკიდან მობილიზებულების ცოლებმა და დედებმა პუტინთან დაიჩივლეს, რომ ჰიგიენური საშუალებების უქონლობის გამო ბევრ ჯარისკაცს ტილები და ტკიპა შეეყარა.