ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ზურა ჩხაიძე კლინიკა ვივამედის კლინიკური დირექტორია, სადაც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება.

  • ამბობს, რომ ემუქრებიან, როგორც ზარებით, ისე შეტყობინებებით — მობილურ ტელეფონსა და სოციალურ ქსელში.
  • საუბრისას მას არ დაუკონკრეტებია, ვინ ემუქრება.

დეტალები: ჩხაიძის თქმით, კლინიკის პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს.

  • "უკვე გადავიდნენ მუქარებზე, არა ჩვენზე კონკრეტულად, უკვე ოჯახის წევრებზეც. ამიტომ ყველა ეს ადამიანი დასახელდება", — განაცხადა ექიმმა.
  • მანვე აღნიშნა, რომ ყველა ქმედებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მოჰყვება.
  • ექიმს იმედი აქვს, რომ შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს.