ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პროკურატურამ სავარაუდო დამნაშავეებს ბრალი მხოლოდ 8 წლისა და გაეროს გადაწყვეტილების შემდეგ წარუდგინა.

  • ჯეირანოვას თანასოფლელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს — შემთხვევა 2014 წლის 16 სექტემბერს მოხდა.
  • ორგანიზაცია საფარის ცნობით, პოლიციამ და გამგებელმაც შეიტყო ამ ფაქტის შესახებ, თუმცა თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.
  • ხანუმა მშობლების სახლში გაამწესეს, სადაც მან ღამით თავი მოიკლა. გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო, მაგრამ შედეგი არ მოჰყოლია.

დეტალები: ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ერთხმად ცნო.

  • სასამართლომ პირს 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ბრალდებული დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის "ე" და "ვ" ქვეპუნქტებით, რაც ჯგუფურად და სქესის ნიშნით ჩადენილ დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს.

  • მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

აქამდე, სახელმწიფოს ხანუმ ჯეირანოვას შვილებისთვის 100 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

  • ორგანიზაცია საფარი მიუთითებდა, რომ ჯეირანოვას შვილებმა კომპენსაცია იმ მორალური ტრავმისთვის მიიღეს, რისი მომსწრეებიც მცირეწლოვან ასაკში გახდნენ.
  • საფარმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას გაეროს ქალთა კომიტეტის (CEDAW) გადაწყვეტილების შემდეგ მიმართა.
  • ორგანიზაციის ცნობით, კომიტეტმა დაადგინა, რომ საქართველომ ვერ უზრუნველყო გამოძიება და სამართლებრივი დევნა ქალის მიმართ გენდერული ნიშნით და ღირსების სახელით ძალადობასთან დაკავშირებით.
  • მათი განცხადებით, გადაწყვეტილების მიხედვით, სახელმწიფოს, ერთი მხრივ, სწორად და ეფექტიანად უნდა წარემართა გამოძიება, მეორე მხრივ, კი ჯეირანოვას შვილებისთვის სამართლიანი კომპენსაციაა გადაეხადა.