ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: შსს-ის განცხადებით, შემუშავდა სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ახალი ფორმა და ვადები, ხოლო გამოსაქვეყნებელი მონაცემები უფრო
დეტალური ხდება.

  • რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკური მონაცემები, დანაშაულის სახეობის,
    კონკრეტული მუხლებისა და გახსნის მაჩვენებლის მითითებით გამოქვეყნდება
    წელიწადში 4-ჯერ, კვარტალურად, წლის ბოლოს კი — შემაჯამებელი სახით.

დეტალები: შსს-მ 2022 წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული
დანაშაულის შესახებ მონაცემები გაავრცელა.

  • უწყების თქმით, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3.39%-ით (-1908 ფაქტი).
  • მათ შორის შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები,
    როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, ბინის გაქურდვა და სხვ.
  • ასევე, გაზრდილია დანაშაულის გახსნის სტატისტიკა, რომელიც 62%-ს აღემატება.